LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი გიგანტური ლოკოკინას გამო ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს

149
75676

ამერიკულ ქალაქი კარანტინის გამო ჩაკეტეს – მიზეზი გიგანტური აფრიკული ლოკოკინაა. New York Post-ის ინფორმაციით, უხერხემლო ადამიანებისთვის ძალიან საშიში პარაზიტის გადამტანია.

შეზღუდვები ფლორიდას შტატში, ქალაქ მირამარში დაწესდა, სადაც მინიმუმ ერთი ლოკოკინაა შემჩნეული. ამ დროისთვის სპეციალური სამსახური ტერიტორიას ქიმიკატებით ამუშავებს, რათა მოლუსკების გავრცელება აირიდონ თავიდან.

ფლორიდას სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა სერვისების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს მირამარის ტერიტორიის დატოვება თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა თან ვერ წაიღებენ ვერანაირ მცენარეს, რომელზეც ლოკოკინას კვერცხის არსებობის რისკია. დეპარტამენტის ინფორმაციით, აფრიკული ლოკოკინა, რომელმაც ამხელა შფოთი გამოიწვია, ქალაქის ტერიტორიაზე ივნისის დასაწყისში შეამჩნიეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ლოკოკინები არამხოლოდ ადამიანებისთვის წარმოადგენენ საფრთხეს, არამედ სოფლის მეურნეობისთვისაც, რამეთუ 500-მდე სახეობის ხილსა და ბოსტნეულს ანადგურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები