LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი საათით გვიან რომ აგვეყვანა, უკვე ყველა მკვდარი იქნებოდა“ – ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს მიგრანტები, რომლებიც აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ

24355
მიგრანტები 22

მალტის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ ტანკერზე მყოფმა 18-კაციანმა ეკიპაჟმა, რომელშიც 9 ქართველია, 5-ბალიანი შტორმის დროს, ურთულეს პირობებში, მიგრანტები გადაარჩინა. მათ შორის, ორსული და 3 ბავშვია. ისინი ოკეანის გავლით, აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას ტვ- 25 ავრცელებს.

მიგრანტები 3 დღის განმავლობაში ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.

შორეულ ნაოსნობაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა, ზაზა ჭაღალიძემ, ზვიად ქობულაძემ, ნუგზარ ბერიძემ, მინდია აბუსერიძემ, კახა ადამიამ, შალვა სვანიძემ, დილარ ცეცხლაძემ, მანუჩარ კობალაძემ და გიორგი ცეცხლაძემ, შტორმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მათი ბორტზე უსაფრთხოდ აყვანა მოახერხეს და მითითების შესაბამისად, მათ ისევ აფრიკის სანაპიროებზე დააბრუნებენ.

მომხდარზე მეზღვაურმა ზაზა ჭაღალიძემ „ტვ 25“- თან ისაუბრა.

„როცა ტივი შევამჩნიეთ, უკვე ღამდებოდა, შტორმისა და ცუდი ხილვადობის გამო მათი კვალი დავკარგეთ. სამაშველო ტივზე არ ჰქონდათ შუქი, რის გამოც მათი პოვნა გართულდა.

მთელი გემის ეკიპაჟი 8 საათის განმავლობაში ვეძებდით მათ. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა ტელეფონი და ტელეფონის შუქის მეშვეობით შევძელით მათი დანახვა.

ხიდურიდან ერთი საათით გვიან რომ აგვეყვანა, უკვე ყველა მკვდარი იქნებოდა.

სასწაული რამ მოხდა, სიტყვებით ვერ აღვწერ, რა მოხდა მთლიანად,  რა რთული იყო მათი ამოყვანა ბორტზე. თან შტორმი და თან არც ერთს არ შეეძლო შტორმზე ამოსვლა. ყველას ძალა ჰქონდა გამოცდილი, სიარულიც კი არ შეეძლოთ. მაგრამ ჩვენი ქართველი ბიჭების დახმარებით მაქსიმალურად ვცდილობდით მათ დახმარებას და გადარჩენას.

42 მამაკაცის, 7 ქალის, სამი ბავშვის და 1 ორსული ქალის გადარჩენა შევძელით“. – აცხადებს ზაზა ჭაღალიძე “ტვ 25”- თან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g