ნათია დუმბაძე მეუღლესა და შვილთან, დუდუსთან ერთად ოდესაში ისვენებს და საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე ძალიან ლამაზ ფოტოებს აქვეყნებს. მცირე ხნის წინ ვირუსი შეხვდა, რომელმაც გართულებები დაუტოვა და პლაჟზეც, როგორც თავად ამბობს, წამლებით დადის, „ძალიან სასაცილო ვარ“, გვითხრა ნათიამ, როდესაც დასვენების თემაზე ჩასაწერად დავუკავშირდით
ნათია, ოდესაში დასვენება რატომ გადაწყვიტე?
აქ ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და არაერთხელ ვყოფილვარ, ყველა ადგილი ძალიან კარგად ვიცი. წელსაც დასასვენებლად ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვედი. ოდესა ძალიან ლამაზია. ნორმალურად ვისვენებ, თუკი ჯანმრთელობის პრობლემებს არ ჩავთვლით, ვირუსი შემხვდა, გართულებებით, ერთი თვე არ ვიყავი კარგად, ახლაც წამლებს ვსვამ, პლაჟზე წამლებით დავდივარ და ძალიან სასაცილო ვარ (იღიმის).
საინტერესოა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ხომ არ შეხვედრიხარ შემთხვევით?
ოდესა პატარაა და მართლაც შევხვდით, მე და ჩემი მეუღლე შორიდან ვიცნობდით. თავისი სამუშაო ადგილი დაგვათვალიერებინა გუბერნიაში. სხვათა შორის, ტაქსიში რომ ვსხდებით და იგებენ, რომ ქართველები ვართ, სააკაშვილს ახსენებენ, მოსწონთ და მისი იმედი აქვთ.
ნათია, კარგ ფორმაში ხარ…
რამდენიმე კილო მაქვს მომატებული, მაგრამ ზოგადად, ფორმაში ჩასადგომად ვარჯიშს მივმართავ, მეტს არაფერს.
[Best_Wordpress_Gallery id=”31″ gal_title=”photos 16″]
ნინო მურღულია