LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წლის წინ, ამ დღეს მე და ქრისტინე იმედაძე ბათუმიდან ქუთაისში ვბრუნდებოდით… უკვე ქუთაისში, ქრისტინემ მითხრა: „ვაიმე, კოკი, კესარია მოუკლავთ“ – რას წერს კოკი ფერაზი ფანგანი

485
კესარია აბრამიძე

„ერთი წლის წინ, ამ დღეს მე და ქრისტინე იმედაძე ბათუმიდან ქუთაისში ვბრუნდებოდით კონცერტის შემდეგ. გზაში, უკვე ქუთაისში, ქრისტინემ მითხრა: „ვაიმე, კოკი, კესარია მოუკლავთ!“, – ამის შესახებ ბლოგერი კოკი ფერაზი ფანგანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღემდე უჭირს იმის დაჯერება, რომ კესარია აბრამიძე ცოცხალი აღარაა.

„მაშინ თითქოს დრო გაჩერდა… ხმა ვეღარ ამოვიღეთ,ვერ დავიჯერეთ. გულში გვქონდა იმედი, რომ ეს საშინლად მტკივნეული ამბავი სიცრუე აღმოჩნდებოდა.სამწუხაროდ, მალევე ჩემმა მეგობარმა შოთამ გამომიგზავნა ის საშინელი კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, ის ღამე კოშმარი იყო, დაუჯერებელი, მძიმე, სულის შემძვრელი.

დღემდე მიჭირს დაჯერება, რომ კესო აღარ არის ჩვენს გვერდით. ის იშვიათად კეთილი, თბილი, გულწრფელი ადამიანი იყო, არასოდეს შეურაცხყოფდა, ცუდის მთქმელსაც კი არ ლანძღავდა, პირიქით ამაზე და საკუთარ თავზეც კი ხშირად ხუმრობდა. დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც კესო ზეცაში გაფრინდა…

ვიცი და მჯერა, რომ უფალმა არ მიატოვა. მჯერა, რომ ახლა ისეთ ადგილას არის, სადაც ვეღარავინ ავნებს, სადაც მხოლოდ სიმშვიდეა, სიყვარული და სინათლეა.

ნათელში იყავი, კესო… შენი სიკეთე და ღიმილი მუდამ ჩვენთან იქნება“, – წერს კოკი ფერაზი ფანგანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კესარია აბრამიძეს, გასული წლის 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა მიაყენეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g