LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

316
გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

„სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

?გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს.
? შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე…

Posted by naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი on Thursday, 31 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები