LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორიგი წარმატების სიხარული“ – ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის 8 მოსწავლე ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი გახდა

233
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

დღეს, 1 სექტემბერს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. განათლების სამინისტროს ცნობით, წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.

პრემიერი – პირველკურსელებო, გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ეროვნული გამოცდები, განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის წინსვლის აუცილებელი პირობაა

დღესვე ცნობილი გახდა გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია. ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სკოლის რვა მოსწავლე, ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი გახდა.

„მორიგი წარმატების სიხარული მეორე საჯარო სკოლაში

100% სახელმწიფო დაფინანსების გრანტის მიღებას ვულოცავთ საამაყო კურსდამთავრებულებს?????:

✅ელენე ჯაფარიძეს,
✅ნინი გობრონიძეს,
✅გიორგი სირაძეს,
✅ნუცა ღელეყვას,
✅ვახტანგ ბაქანიძეს,
✅ლიზი მექვაბიშვილს,
✅ანანო ჩაგუნავას,
✅მარიამ ქათამიძეს,“ – ნათქვამია ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის განცხადებაში.