LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი − ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

296
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი − ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, – ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა კეზერაშვილის მსგავსად ადეიშვილს არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს დადასტურებული, სამართლის უზენაესობის პირობებში ის აუცილებლად ქართულ ციხეში უნდა იხდიდეს სასჯელს.

„კეზერაშვილის პარალელურად, ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება კიდევ ერთი ქართველი კრიმინალი − ზურაბ ადეიშვილი. არათუ გადაადგილდება, უკრაინის ხელისუფლებამ მას უმაღლესი თანამდებობაც კი მისცა და ისიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებით დადის და საკუთარ „გამოცდილებას“ უზიარებს ევროპელ კოლეგებს.

მაშინ, როცა კეზერაშვილის მსგავსად ადეიშვილს არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს დადასტურებული, და სამართლის უზენაესობის პირობებში ის აუცილებლად ქართულ ციხეში უნდა იხდიდეს სასჯელს. სხვათა შორის, როდესაც სისხლიანი რეჟიმის ორ მთავარ ბანდიტზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური − მიხეილ სააკაშვილი. მისი ბანდის წევრების მსგავსად, ისიც სრულიად თავისუფლად დადიოდა ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში, სანამ პატრონებმა საქართველოში არაჟნის კონტეინერით ფარულად შემოპარვა და რევოლუციური გეგმების განხორციელება არ დაავალეს.

რომ არა ქართული სპეცსამსახურების უმაღლესი კვალიფიკაცია, პროცესების გართულების რისკი ნამდვილად არსებობდა, – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g