როგორც ცნობილია, ლეონარდო დიკაპრიო და ვიტორია ჩერეტი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან და სავარაუდოდ, სულ მალე 50 წლის ოსკაროსანი მსახიობი ბოლოს და ბოლოს დაოჯახდება.
ახლახან 26 წლის მოდელი გამოცემა Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. ვიტორიამ არაერთი პიკანტური „ლუქი“ მოირგო. ინტერვიუში კი თავის საყვარელ მამაკაცზე ისაუბრა. მართალია ჩერეტიმ დეტალები არ გააჟღერა, თუმცა, მისი ნათქვამიდან ჩანს, რომ მას და ლეოს სერიოზული ურთიერთობა და სამომავლო გეგმებიც აქვთ.
„ერთმანეთი მილანში გავიცანით, თუმცა დეტალებს არ ჩავუღრმავდები. ლეო ტიტანიკით გავიცანი, ეს ხომ საკულტო ფილმია, ვის არ უნახავს ის. ვგიჟდები ამ ფილმზე. იმ დღეს მე და ლეო ჩემი ბავშვობის ფოტოებს ვათვალიერებდით და აღმოვაჩინე, რომ სულ ცხოველების კოსტიუმებს ვირგებდი, ბარბად ყოფნა არასდროს მნდომებია. მე ლეოს ოჯახს კარგად ვიცნობ და მათთან მჭიდრო კავშირი მაქვს“, – აცხადებს ვიტორია ჩერეტი
„ჯადო მოხსნილია“ – 26 წლის ვიტორია ჩერეტიმ 50 წლის ლეონარდო დიკაპრიოს უღელი დაადგა
ფოტო: 49 წლის ლეონარდო დიკაპრიო თავის „ანგელოზთან“ ერთად ხელჩაკიდებული ნიუ-იორკში





