LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ – ბობოხიძე უმრავლესობას

181
აკაკი ბობოხიძეე

ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით  – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდის ხელწერა არ არის რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როცა რუსთაველის პროსპექტზე რეზინის ტყვიების წვიმა იყო და გაზით იყო დაფარული მთელი რუსთაველი. ამით დავამთავროთ, რომელი გუნდის ხელწერა რა არის. ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება“, – განაცხადა ბობოხიძემ.

პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას მოითხოვს

საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ. საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 09:00 საათზე ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

სარკეში ჩაიხედე და შეგრცხვეს შენი თავის, მონებო - დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაკავებას 12:00-13:00 საათისთვის აპირებენ.

სხდომას გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებიან. 12:00 საათზე კი პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g