LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ადამიანი, რაც წერეთელზე ვმუშაობ, მზეში, ქარში და ძანძახშიც ჟურნალ-გაზეთებს ყიდის და თან სულ კითხულობს. დღეს, რომ მივედი, გაზეთში წავიკითხე, არილის რედაქტორი გარდაცვლილაო და დაიწყო ტირილი… არც ერთი ვიცნობდით პირადად რედაქტორს, მაგრამ შუა წერეთელზე მაინც ვტირით“ – ანა ჯავახიშვილი

328
ანა ჯავახიშვილი

პოეტი ანა ჯავახიშვილი ჟურნალ „არილის“ რედაქტორის, მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ ეპიზოდს აღწერს, რომელიც მისი თქმით, ერთ-ერთი ქუჩის გაზეთების გამყიდველთან შეხვედრისას გადახდა.

როგორც ანა ჯავახიშვილი წერს, გამყიდველმა, რომელიც წლების განმავლობაში წერეთლის გამზირზე მუშაობს და თავადაც აქტიურად კითხულობს პრესას, ხარბედიას გარდაცვალების შესახებ სწორედ იმ ჟურნალის ფურცლებიდან შეიტყო, რომელსაც ყიდდა.

„ეს ადამიანი, რაც წერეთელზე ვმუშაობ, მზეში, ქარში და ძანძახშიც ჟურნალ-გაზეთებს ყიდის და თან სულ კითხულობს.

მეც მიყვარს, მასთან მისვლა და ყიდვა. არილსაც სულ აქ ვყიდულობ.

დღეს, რომ მივედი, გაზეთში წავიკითხე, არილის რედაქტორი გარდაცვლილაო და დაიწყო ტირილი.

მეც ყელში გამეჩხირა რაღაც)) მერე ვთხოვე, ფოტოს გადაგიღებთ და ჟურნალთან ერთად დავდებ-თქო, მაშინვე მოიწმინდა ცრემლები და ფეხზე წამოდგა🫂♥️

არც ერთი ვიცნობდით პირადად რედაქტორს, მაგრამ შუა წერეთელზე მაინც ვტირით))“, – წერს ანა ჯავახიშვილი.

„ეპოქა დასრულდა! მახო ხარბედიას არილის, ღვინის კლუბის და შეთხზული მეების ეპოქა… მან შეცვალა აზროვნება და დინამიკა ლიტერატურაში, ათასი კარგი და სასარგებლო ადამიანის სიცოცხლით იცხოვრე“ – მალხაზ ხარბედიას მეგობრები ემშვიდობებიან

ეს ადამიანი, რაც წერეთელზე ვმუშაობ, მზეში, ქარში და ძანძახშიც ჟურნალ-გაზეთებს ყიდის და თან სულ კითხულობს. მეც მიყვარს,…

Posted by Anna Javakhishvili on ოთხშაბათი, 04 ივნისი, 2025

მალხაზ ხარბედია იყო „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, ჟურნალ „ცხელი შოკოლადისა“ და „არილის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი; Wine & Spirit Education Trust-ის მე-3 დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი.

მალხაზ ხარბედიას სამჯერ აქვს აღებული ლიტერატურული პრემია „საბა“: 2007 წელს ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებულისთვის „პირადი ბიბლიოთეკა“; 2015 წელს ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა წიგნისთვის „ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები“. 2021 წელს – „საბა“ ჟურნალ „არილს“, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

„სულ სითბო და სინათლე შემოჰქონდა ჩემს სივრცეში, ისეთ მომენტებში იცოდა შემოხმიანება, როცა ეს ძალიან გჭირდებოდა… მახოსთან ახლობლობა ბედისწერის საჩუქარი იყო – ბრწყინვალე ინტელექტის, დიდი ცოდნის და გემოვნების მიღმა იყო საოცარი ადამიანი“ – სალომე ასათიანი მალხაზ ხარბედიას ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g