28 წლის მოდელის, ბელა ჰადიდის ჯანმრთელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. ცოტა ხნის წინ მისმა დედამ, იოლანდა ჰადიდმა სოციალურ ქსელში საოცრად ემოციური კადრები გაავრცელა, სადაც ბელა კლინიკაშია გადაღებული. კადრებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, გულშემატკივრებმა კი ჯანმრთელობის რეალურ მიზეზებზე საუბარი დაიწყეს.
ოფიციალური ვერსიით, მისი ჯანმრთელობის გაუარესება „ლაიმის“ დაავადების გამწვავებამ გამოიწვია, რომელსაც ვარსკვლავი 2012 წლიდან ებრძვის. თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც.
ბელა ჰადიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა – 28 წლის მოდელი კლინიკიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს
„ეს არ არის ლაიმის დაავადება, საქმე სულ სხვა რამეშია. ეს უფრო ანორექსიით გამოწვეული გართულებებია. ამის დამალვას მისი დედა უკვე რახანია ცდილობს“, – აცხადებს წყარო.
მსგავსი ვარაუდი ნახსენებია Vulture-ის სტატიაშიც. „ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ (CDC) ექიმებმაც გამოთქვეს ვარაუდი, მათი თქმით, სიმპტომები უფრო ანორექსიის გრძელვადიან შედეგებს შეესაბამება, ვიდრე ლაიმის დაავადებას.
ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი თავად ბელას არ გაუკეთებია.


