LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ არის სტანდარტული ჩაკეტვა, ეს არის ტესტირების პასუხზე დამოკიდებული დროებითი შეზღუდვა” – ქვემო სვანეთის რწმუნებული

113
ea85a79d-de07-4d24-ba8f-b062db37106a-675

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – ორბელი და ლაილაში ჩაიკეტა. დროებით მოძრაობა შეიზღუდა ორბელში შემავალი კიდევ ერთ თემში – ლაჯანში.

ადგილზე ეპიდემიოლოგების 4 ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს პისიარ ტესტირება და კონტაქტების გამოვლენა. ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან “ფორტუნასთან” ისაუბრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა. გიორგი მაქარაშვილის განმარტებით, მოსახლეობა შექმნილ სიტუაციას გაგებით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება.

“ამ დროისათვის 2 თემი ჩაიკეტა, ეს გახლავთ ორბელისა და ლაილაშის თემი. ორბელში შემავალია ლაჯანის თემიც, სადაც ასევე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ველოდებით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. ჯერჯერობით პასუხი – ჩაიკეტება თუ არა სხვა სოფლებიც, არ გვაქვს, რადგან საჭიროა ზუსტი გამოკვლევა, რაც ამჟამად მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგების 4 ჯგუფია შემოსული და მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება. ადგილობრივები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებიან ამ საკითხს. იაზრებენ იმ საფრთხეს, რომელიც მათ წინაშე დგას”, – აცხადებს გიორგი მაქარაშვილი.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ სურსათის მომარაგების კუთხით, სადისტრუბუციო მიმართულება სრულიად აეწყობა და ამ სახის პრობლემა ადგილზე არ შეიქმნება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა

მაქარაშვილის ინფორმაციით, კარვები დაიდგმება ბლოგპოსტებთან. რაც შეეხება უშუალოდ სოფლებს, მდგომარეობის გასაადვიდებლად, ეპიდემიოლოგები თავად შევლენ სოფლებში და კარდაკარის პრინციპით ჩატარდება მოსახლეობის ტესტირება. სოფელში შესვლის ან გამოსვლის მსურველთა მხრიდან შესაძლო უკმაყოფილებას ამ დრომდე ადგილი არ ქონია.

“ეს არ არის სტანდარტული ჩაკეტვა, ეს არის პისიარ ტესტირების პასუხზე დამოკიდებული დროებითი მოძრაობის შეზღუდვა. პისიარ ტესტირების პასუხზე იქნება დამოკიდებული სოფლების ჩაკეტვა. ორი თემში მოძრაობა დროებით ჩაკეტილია, დანარჩენ თემებს რაც შეეხება, ეს ტესტირების პასუხებზე და კონტაქტების კვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული”, – აცხადებს მაქარაშვილი.

ინფიცირების 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება, 8-ის წყარო უცნობია

 

magti 5g