ეპიდსიტუაციის გართულების გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა. შესვლა და გამოსვლა PCR ტესტირების პასუხების გარეშე აიკრძალა ორბელის, ლაჯანისა და ლაილაშის თემებში.
გუბერნატორის მოვალეობის შემარულებლის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, სოფლების ჩაკეტვის საჭიროება შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია, რაც კონკრეტულ მაგალითზე ფართო კონტაქტების წრეს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 350-მდე ადამიანია გატესტილი და ეპიდემიოლოგები ამ კუთხით მუშაობას კვლავ განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თვითიზოლაციაში 60 მოქალაქე იმყოფება. კონტაქტების მოძიება და მიზნობრივი ტესტირება კი გრძელდება.
ინფიცირების 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება, 8-ის წყარო უცნობია
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული.