აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
CNN ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჰარისის და ობამების სატელეფონო საუბარი ჩანს. ისინი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტი კი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
კამალა ჰარისი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტია.
მიშელ ობამა ამ საუბრისას კამალა ჰარისს ეუბნება, რომ ამაყობს მისით და ეს არჩევნები „ისტორიული” იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა 21 ივლისს მოხსნა. ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად კამალა ჰარისს უჭერს მხარს.
BREAKING: Barack and Michelle Obama endorse Kamala Harris pic.twitter.com/XNBodVu8m8
— The Spectator Index (@spectatorindex) July 26, 2024