LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ბოლო წვეთი იმ მოთმინების ფიალაში, რომელსაც 8 წელი უძლებდა მოსახლეობა, ახლა ეს ყველაფერი მართლაც ნიაღვარივით წამოვა და წალეკავს: ზაალ უდუმაშვილი

129
ზაალ უდუმაშვილი

“დღეს გვინდა, რომ ჩვენი გეგმების გარკვეული ნაწილი გავაცნოთ ჩვენს მოსახლეობას და შემდგომ უკვე დაიწყება ძალიან ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი პროცესი ამ აქციების, იმიტომ რომ ის მორყეული კბილი, რომელიც აწუხებს ქართულს საზოგადოებას მთელი ამ 9 წლის განმავლოაბში, უახლოეს პერიოდში უკვე უნდა ამოვიღოთ.” – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი “ფორტუნასთან” საუბრობს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის კარდები და მოვლენები, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, “ქართული ოცნების” სინდისზეა.

მისი თქმით, ეს არის ბოლო წვეთი იმ მოთმინების ფიალაში, რომელსაც მოსახლეობა 8 წელი უძლებდა:

“დღეს, პრაქტიკულად, ქართველმა გავრილოვებმა ამით მიულოცეს 23 თებერვალი პუტინის რუსეთს, როდესაც ოპოზიციური პარტიის ოფისი ასეთი შტურმით აიღეს.

მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეკრებილი იყო იქ და იცავდა თავისუფლებას, გაუსწორდნენ და ისიც არ დააკლეს, რომ საბოლოოდ გაუშვეს მხუთავი აირი, რომელმაც ძალიან სერიოზული დაზიანებები გამოიწვია ბევრ ჩვენს თანამებრძოლს შორის.

ეს არის ბოლო წვეთი იმ მოთმინების ფიალაში, რომელსაც 8 წელი უძლებდა ჩვენი მოსახლეობა და ახლა ეს ყველაფერი მართლაც ნიაღვარივით წამოვა და წალეკავს, იმიტომ რომ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია.

მთელი დღის განმავლობაში ვიხსენებდი ქვეყანას, სადაც ანალიოგიური რამ მოხდა და პუტინის რუსეთშიც კი ვერ გავიხსენე ანალოგიური მაგალითი, მაგრამ ჩვენმა ქართველმა გავრილოვებმა მოახერხეს, ამიტომ პასუხიც შესაბამისი იქნება.” – ამბობს უდუმაშვილი.

 

პოპულარულები