LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კაცი, ვინც პუტინის ,,უძლეველი” არმია ჯართად აქცია!… არ ჩანს, მაგრამ ყველგან არის – კიევშიც, ხარკოვშიც, მარიუპოლშიც და ოდესაშიც – რა ვიცით მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნიზე

2076
FORTUNA.GE (12)

„ეს არის  კაცი,  ვინც პუტინის ,,უძლეველი” არმია ჯართად აქცია!

ეს ის კაცია, რომელსაც ომის თეატრში ყოველი დღის ბოლოს პუტინის გენერალიტეტი სცენაზე დაჩოქილი გამოჰყავს!

ეს ის კაცია, ვინც უკრაინელი ჯარისკაცების გმირულ ბრძოლას ხორცს ასხამს!

ეს ის კაცია, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ყველგან არის – კიევშიც, ხარკოვშიც, მარიუპოლში და ოდესაშიც!

ეს გენერალი ვალერი ზალუჟნია, შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი და უკრაინული მიწის ცოცხალი კედელი“. – წერენ სოციალურ ქსელში ვალერი ზალუჟნიზე.

ვინ არის ვალერი ზალუჟნი? უკრაინულ მედიაში მის შესახებ ბევრს წერენ.

ვალერი ზალუჟნი 1973 წლის 8 ივლისს მუშათა ოჯახში, ჟიტომირის რეგიონში დაიბადა. დედამისი ჩერნიგოვიდან იყო.  ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა, სწორედ ამ ქალაქში ეცხოვრა.

ის ასევე ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ სამხედრო ყოფილიყო, თუმცა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ვერასდროს წარმოედგინა თუ გენერალი გახდებოდა და კარიერაში მაღალ საფეხურებს მიაღწევდა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1997 წელს გაიარა სამხედრო სამსახურის ყველა საფეხური:

ოცეულის მეთაური, სასწავლო ოცეულის მეთაური, საბრძოლო ოცეულის მეთაური, სასწავლო ასეულის მეთაური, კადეტთა ასეულის მეთაური, ბატალიონის მეთაური.

ერთ-ერთ ინტერვიუში ზალუჟნი ამბობს:

„არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე გენერალი გავხდებოდი და მაღალ საფეხურებს მივაღწევდი“

2009 წლიდან 2012 წლამდე იყო 51-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაური.

2017 წელს ზალუჟნიმ მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

ის პირადად მონაწილეობდა დონბასში გამართულ ბრძოლებში.

ამ პერიოდზე ზალუჟნი ამბობს:

„რთულ პერიოდზე საუბრისას … 2014 წელს გამოვყოფდი. იყო მუდმივი საფრთხის განცდა გულსა და სულში“…

ოფიცრები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ „ზალუჟნი რეალურ ბრძოლაში იყო და არა ქაღალდზე“ .

 

მთავარსარდლის პირველი სამუშაო დღე

 

2021 წლის 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით ვალერი ზალუჟნი დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. მანამდე ეს პოსტი რუსლამ ხომჩაკს ეკავა.

 

თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი და ვალერი ზალუჟნი

 

მეორე დღეს, 2021 წლის 28 ივლისს ის ხდება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის წევრი.

ვალერი ზალუჟნი ცნობილია, როგორც ყველაზე ღია გენერალი, რომელიც ადვილად პოულობს საერთო ენას ჯარისკაცებთან და ოფიცრებთან მათი ძირითადი პრობლემების გაგებით. არ მიაჩნია, რომ მხრებზე ვარსკვლავები ამპარტავნების მიზეზი შეიძლება გახდეს“.

„ყველა ჯარისკაცი ჩემთვის – პიროვნებაა“. –  ამბობს ზალუჟნი.

 

 

ვალერი ზალუჟნი დაქორწინებულია ელენა ზალუჟნაზე, ჰყავს ორი ქალიშვილი. უფროსი კიევის გარნიზონში მსახურობს, უმცროსი კი ოდესაში სწავლობს და ექიმობაზე ოცნებობს.

დეკლარაციის თანახმად ვალერი ზალუჟნი არ ფლობს დიდ ქონებას.

მის მეუღლეს ელენას სახელზეა 69,2 კვ ბინა და მიწის ოთხი ნაკვეთი.

ფლობს მანქანას  2010 წელს გამოშვებულ Chery Tiggo T11-ს, ხოლო მისი მეუღლე – 2005 წლის Nissan Patrol-ს, რომელიც მან 2019 წელს შეიძინა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g