ეს არის კადრები, რომელსაც ვხედავთ პუტინის რუსეთიდან და ლუკაშენკოს ბელარუსიდან. საქართველო არც პუტინის რუსეთი უნდა იყოს და არც ლუკაშენკოს ბელარუსი,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გაანცხადა, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის შეფასებისას.
ბაქრაძის თქმით, დღეს კანცელარიასთან მშვიდობიანი, სიმბოლური ხასიათის საპროტესტო აქცია გაიმართება, თუმცა დასძენს, რომ საზოგადოების რეაქცია იქნება სომპტომური და ოპოზიციის გეგმების წარმატებაც თითოეული მოქალაქის თანადგომაზე იქნება დამოკიდებული.
“ეს იქნება დასაწყისი საპროტესტო მშვიდობიანი მოძრაობის. რეგულარული კომუნიკაცია გვექნება უცხოელ პარტნიორებთან, როგორც აქ მყოფ ელჩებთან. შეხვედრა შედგება სახალხო დამცველთან, არასამათავრობო სექტორთან ანუ ოპოზიცია გამოიყენებს ყველა მშვიდობიან საშუალებას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ოპოზიციის ბრძოლა, რომელიც “ოცნებამ” გააკეთა და საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდეს, ევროპულ მომავალს.
დიახ, დღეს საქართველომ დაიხა ნატოსკენ მიმავალ გზაზე. დიახ, დღეს კრიმინალს, რომ შეენარჩუნებინა სკამები, საქართველომ უკან დაიხია, ამიტომ ეს არ არის ოპოზიციის გეგმა და ბრძოლა. ვისაც არ უნდა საქართველო მუდმივად დარჩეს ღარიბ და გაუბედურებულ ქვეყანად, არ შემოვა არცერთი ინვესტორი ქვეყანაში, სადაც ასობით პოლიცელია შევარდნილი ოპოზიციის ოფისში.
საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე- აშშ-ს საელჩო
„ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო“.
ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ მაგრამ წარმატება დამოკიდებული იქნება საზოგადოების თანადგომაზე.
ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი ოცნების ახდენას, რომ მშვიდ ევროპული და განვითარებადი ქვეყანა ვიყოთ. ეს ხელისუფლება არ არის საფრთხე ნიკა მელიასთვის, დათო ბაქრაძისთვის , ოპოზიციისთვის, ეს ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.
ახლა გამოჩნდება ჩვენი შვილების არის ეს ქვეყანა, თუ ერთი და ორი ადამიანის, რომელიც საკუთარ სკამს აყოლებს შვილების მომავალს. საზოგადოების რეაქცია იქნება სიმპტომური”.- განცხადა დავით ბაქრაძემ.
