LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კამპანია თავისუფალი აზრის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ – თუ ასე მოვიქცევით, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ზნეობის პოლიციის პირისპირ აღმოვჩნდეთ“ – ზვიად ქორიძე

181
ქოერიძე ბერძენიშვილზე

„ეს არის კამპანია ქვეყანაში თავისუფალი აზრის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შეფასებისას განაცხადა, რა დროსაც მას „POS TV“-ის ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ზვიად ქორიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნა, ასეთი კამპანიები ყოველთვის ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს მეტი შიში, მეტი უნდობლობა თავისუფალი აზრის მიმართ, გაჩნდეს მეტი აგრესია აზრის თავისუფალი გამოხატვის ფორმების მიმართ და ამიტომ, მისი აზრით, ეს უფრო შორს მიმავალი კამპანიაა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ მასობრივი მორალური ტერორი ხორციელდება ბატონ ლევანზე. რა თქმა უნდა, შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლევანის ხასიათს არ გატეხს და ვერაფერს უზამს, მაგრამ მთლიანობაში ეს ქმნის გარემოს, სადაც ნორმალური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები იქნება იგნორირებული, დევნილი და პრაქტიკულად, ეს არის პირველი ნაბიჯი, სერიოზული ნაბიჯი იქითკენ, რომ საზოგადოება შეაგუონ ავტორიტარიზმს.

ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური ძალისა და მათგან მართული ამ აგენტურის დარტყმის საგანი არ არიან მხოლოდ პოლიტიკოსები, არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავისუფალი აზრით, აზროვნების თავისუფლებით, გამოხატვის თავისუფლებით, და მათ შეუძლიათ საზოგადოებას მიაწოდონ ხშირ შემთხვევაში ისეთი მოსაზრებები, ისეთი ხედვები, რომლებიც არ არის „მეინსტრიმული“, რომელსაც საყველპუროდ არ იზიარებს მთელი საზოგადოება და რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენი „სუფრის კონიუნქტურის“ ნაწილი.“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ „თუ ასე მოვიქცევით ხშირად და ასე მოვექცევით ყველას, ვისაც ჩვენგან განსხვავებული აზრი, შეხედულება, მოსაზრება შეიძლება გააჩნდეს, ჩვენ წავალთ აზრის უზურპაციისკენ და წავალთ გაუგებარი მორალური იმპერატივებისკენ, რომლებმაც შეიძლება, მთლიანად დაანგრიოს დემოკრატიული წესწყობილება ქვეყანაში და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდეთ ზნეობის პოლიციის პირისპირ.“

გრიგოლია ბერძენიშვილს: „ერთადერთი ლექტორი, რომლის ლექციაზე უტრანსპორტო ქალაქში ფეხით მოვრბოდი სახლიდან და საათობით ვუსმენდი, მიყვარხართ! თქვენთან ვარ, ბევრნი ვართ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები