რამდენიმე საათი რჩება Artemis I-ს მთვარეზე გაფრენამდე. – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
“ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა და ადამიანის საფრენად შექმნილი პირველი ხომალდი, რომელიც ასე შორს გაფრინდება.” – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
Artemis I სატესტო ფრენა ეკიპაჟის გარეშე ჩაივლის და საფუძველს ჩაუყრის კოსმოსის ღრმა შესწავლის ახალ ფაზას, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის მთვარეზე დაბრუნებასა და მის მიღმა გასვლაზე.
თბილისის დროით გაფრენის ფანჯარა: 16:33-18:30