LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის „ოცნების“ მოძალადე ფრთა, რომელსაც ხელისუფლება უქმნის დაუსჯელობის გარემოს“ – ანა ნაცვლიშვილი

137
დადა

„მე არ აღვიქვამ ამ ჯგუფს როგორც ცალკე მდგომს. ეს არის „ქართული ოცნების“, უფრო სწორად, რუსული ოცნების მოძალადე ფრთა, რომელსაც ხელისუფლება უკვე არა ერთი წელია უქმნის დაუსჯელობის გარემოს,“ – ასე პასუხობს რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი კითხვას, რატომ არ არის გამოკითხული ან დაჯარიმებული ამ დრომდე არც ერთი პირი, რომლებმაც პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს.

ანა ნაცვლიშვილი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ ის რაც გუშინ მოხდა „ალტ-ინფოს“ წევრებმა იმიტომ შეძლეს, რომ პასუხი არ უგიათ იმაზე, რაც ჩაიდინეს 5 ივლისს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს

„დანაშაულებზე რაც ჩაიდინეს 5 ივლისს და მას შემდეგაც, პასუხი არ უგიათ, არ უგიათ იმიტომ, რომ მათ ხელისუფლება აძლევს დაუსჯელად პარპაშის საშუალებას. შესაბამისად რაც გუშინ მოხდა არის ხელისუფლების მოქმედება, რაიმე ცალკე მდგომი ჯგუფი აქ არ განიხილება და ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ხელისუფლება“ – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებიდან 21 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია განცხადება პარლამენტთან დროშის ჩამოგდებისა და დაწვის გამო დააკავეს, დააჯარიმეს ან გამოკითხეს თუ არა ვინმე.

მოძალადე ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა გუშინ დღის 2 საათისთვის ჩამოხსნეს და დაწვეს. ერთადერთ განცხადებაში, რომელიც ძალოვანმა უწყებამ გუშინ გაავრცელა ნათქვამია, რომ ევროკავშირის დროშის შებღალვისთვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. იქვე ნათქვამი იყო რომ, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნებოდა აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა.

შსს: „მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება“

„სამ-ნახევარი ველური რუსეთუმე შეკრიბეს 100 000 ქართველის პასუხად“, „ეგ ბანდერლოგები „ქოცები“ არიან“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა „ალტ-ინფოს“ მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას

ომბუდსმენი ევროკავშირის დროშის დაწვაზე – “შეუარცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს”

ხუნდაძე: ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g