LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა” – თბილისის მერია შპს „ტაოსთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

dddddddddddddd

თბილისის მერია შპს „ტაოსთან“ ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შპს „ტაოს“ სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა.

ჩვენთვის სკვერების, პარკების მოწესრიგება, არსებულის რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების შექმნა და მშენებლობა მნიშვნელოვანია. გამგეობები სკვერების მოწყობასა და მოწესრიგებაზე აქტიურად მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო გლდანის მეექვსე მიკრორაიონში სკვერის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი პროექტის დროს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიები. რა თქმა უნდა, ბევრი კომპანია პასუხისმგებლიანია, იქცევა კეთილსინდისიერად, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ, პრობლემებს უქმნიან ქალაქს და მის განვითარებას. აღნიშნულმა კომპანიამ სკვერის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ნოემბრისთვის ვერ დაასრულა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამოვლენილი ხარვეზების გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში მთელი რიგი სამუშაოები შეაჩერა.

ეს ყველაფერი მხოლოდ გლდანისა და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხომ არ კეთდება?! მნიშვნელოვანია, ქალაქში შეიქმნას მწვანე სივრცეები, რომელშიც ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს გაკეთებული საქმის ხვალ და ზეგ გაკეთება არ მოგვიწიოს. ამ ყველაფერში ჩვენი მოქალაქეებისგან შემოსული თანხები იხარჯება. ამიტომ, ჩვენთვის ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. პირდაპირ ვამბობ – ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობისთვის,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დაავალა, ამ კომპანიასთან კანონით გათვალისწინებული პროცედურები გატარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g