LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის შესაძლებლობა, პრეზიდენტ მიშელს ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას: ბადრი ჯაფარიძე შარლ მიშელის ვიზიტზე

24
ბადრი ჯაფარიძე

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება. მისი თქმით, „ეს არის შესაძლებლობა, პრეზიდენტ მიშელს უთხრან, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა

ჯაფარიძე განმარტავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში და ურცხვად იტყუება, როცა ამბობს, რომ რაღაც ზეპირი შეთანხმება ჰქონდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებთან და ის ზეპირი შეთანხმება მათ ზედმიწევნით შეასრულეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად, ეს არის შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ პრეზიდენტ მიშელს მადლობა იმისთვის, რომ მისი მედიაციით მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ამავდროულად ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას. შეფასება არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა შეფასებაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად დაარღვია შეთანხმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში და ურცხვად იტყუება, როცა ამბობს, რომ რაღაც ზეპირი შეთანხმება ჰქონდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებთან და ის ზეპირი შეთანხმება მათ ზედმიწევნით შეასრულეს. უნდა ვამხილოთ კვლავ „ქართული ოცნება“, მედიატორი აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხებს ასეთ გამოწვევას, რაც მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

magti 5g