LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ავტომობილები 2026 წლამდე ვერ მიაღწევენ – რომელი მოდელები ტოვებენ სცენას (ნაწილი I)

107
ეს ავტომობილები 2026 წლამდე ვერ მიაღწევენ - რომელი მოდელები ტოვებენ სცენას (ნაწილი I)

მსოფლიო ავტომწარმოებლები აქტიურად ცვლიან მოდელურ ხაზებს, ელექტრომობილებსა და SUV-ებზე აკეთებენ აქცენტს და ბენზინის ძველი მოდელები ეტაპობრივად გაჰყავთ ბაზრიდან. თვალი გადავავლოთ მოდელებს, რომლებიც მალე ისტორიის ნაწილი გახდებიან.

Audi

Audi A4

ტექნიკურად სახელწოდება A4 ჯერ არ ქრება, მაგრამ ბენზინის ვერსია მალე ისტორიას ჩაბარდება. მის ნაცვლად გამოვა A5, ხოლო მომავალში უკვე ელექტროძრავიანი A4 დაბრუნდება. მოქმედი თაობა კი 2025 წელთან ერთად დასრულდება.

Audi A7 და S7

2026 წლიდან A7 – დიდი სპორტული liftback ბიზნესკლასის- წარმოება შეწყდება (ჯერ მხოლოდ აშშ-ში). მასთან ერთად ქრება S7, აღჭურვილი 2.9-ლიტრიანი V6 ორმაგი ტურბოთი (444 ცხ.ძ).

BMW

BMW X4

კუპე-კროსოვერი, რომელიც ერთ დროს პოპულარული იყო, ბოლო წლებში პოპულარობას კარგავს. 2025 წლის მოდელით მისი წარმოება დასრულდება, ხოლო შემცვლელი ახალი BMW X2 გახდება.

BMW 8-Series და M8 Competition

2025 წლის ბოლოს 8 სერიის Coupe და Gran Coupe მოდელებს მოხსნიან წარმოებიდან, მათთან ერთად კი M8 Competition-საც, რომელიც 2019 წლიდან გამოდიოდა.

BMW XM

მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, XM-ის გაყიდვები ვერ გამართლდა. კომპანია უარს ამბობს V8 ვერსიაზე და მხოლოდ 476 ცხ.ძ-იანი ტურბო ექვსცილინდრიანი მოდელი დარჩება.

Genesis

Genesis Electrified G80

ბენზინის G80 დარჩება, მაგრამ ელექტრო ვერსია Electrified G80, რომელიც 2021 წელს გამოჩნდა, უკვე ამოღებულია Genesis-ის ამერიკულ საიტიდან.

2024 წელს სულ 500 ეგზემპლარი გაიყიდა, ამიტომ გადაწყვეტილება გასაკვირი არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები