LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის“ – ქარ­თვე­ლი მოდელი ფიზიკური ძალადობის შესახებ წერს: რას პასუხობს ბრალდებას მამაკაცი

788
Untitled design (1)

დღეს, 24 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქემ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

რენატა ბეგიაშვილი ასევე აქვეყნებს ფოტოს სახეზე მძიმე დაზიანებებით და წერს:

„ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ, თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ, ძალიან ბევრი ქალი არის, ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი..

სახელი, გვარი შალვა იაშვილია.. ბევრის მეგობარი, ორი შვილის მამა, თვითონაც შვილი ჰყავს და! ნეტა როგორ მოიქცეოდა, თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. პოლიციაში არ მინდა წასვლა, მეშინია ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო, არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება.

არცერთი მიზეზი არაა გამართლებული, ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე, საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა, ძალიან კარგად ვიქნებით მე რა სანდრაც!“, – აღნიშნულია ფეისბუკ სტატუსში.

 

ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული…

Posted by ვარდისფერი მთვარე რენატა on ორშაბათი, 24 აპრილი, 2023

 

დღესვე, ამ ინფორმაციას მცირე კომენტარით გამოეხმაურა თავად სტატუსში ნახსენები შალვა იაშვილი:

„ვისაც გჯერათ, გაგიტყდებათ, სიმართლე რომ გაირკვევა“, – წერს შალვა იაშვილი.
მოგვიანებით, ძალადობაში დადანაშაულებულმა შალვა იაშვილმა ფეისბუკ ანგარიში წაშალა.

 

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები