LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ბრძოლა ჰორიზონტალურია, ლიდერი ქართული საზოგადოებაა, რომელიც ერთ წელზე მეტია, რუსთაველის გამზირზე დგას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს“ – ლაშა ფარულავა

135
ლაშა ფარულავა

„დემოკრატიული ოპოზიცია ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ტერორისა და რეპრესიების შეწყვეტა, ახალი თავისუფალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის გარეშე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, ამ მოთხოვნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და ამ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ეფექტიანს გახდის ჩვენს ბრძოლას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რა ხდება ევროკავშირში, ნატო-ში და აშშ – ევროპის ურთიერთობებში, სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე-გვარამია-ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან

„რაც შეეხება [სალომე] ზურაბიშვილს, მივესალმები, რომ ის სათავეში ჩაუდგეს ამ გაერთიანებას, რადგან ეს ადამიანი წარუმატებლობის ფორმულაა და ეს ძალიან კარგია“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

„შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ უკან დაიხევს, არამედ ივანიშვილს ხელისუფლებიდან ჩამოვაშორებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მოთხოვნა უკავშირდება რეპრესიების, ტერორის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალ, თავისუფალ არჩევნებს – ამ მოთხოვნაში მთელი დემოკრატიული საზოგადოება ერთიანია. საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, საერთო მოქმედების გეგმაზე, რომელზეც ვმუშაობთ და ზურას არათუ ვეთანხმებით, არამედ ვუერთდებით ამ ნაბიჯებში. ცხადია, კარგი იქნება, თუ სხვებიც შემოუერთდებიან ამ ჩარჩო-შეთანხმებას, რომელსაც დემოკრატიული ოპოზიცია ამზადებს“, – განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, „რა როლი აქვს ამ პროცესებში ზურაბიშვილს, ის იქნება აქტიური მხოლოდ საგარეო მიმართულებით, თუ უფრო მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება იგეგმება?“, – ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს.

„ეს ბრძოლა ჰორიზონტალურია, აქ გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს. ლიდერი ქართული საზოგადოებაა, რომელიც ერთ წელზე მეტია, რუსთაველის გამზირზე დგას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. როგორც სალომე ზურაბიშვილი, ისე დემოკრატიული ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერი თანასწორია“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g