ყველა ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, შენს გვერდით ვართ! ჩვენ შენი გამარჯვების გვჯერა! სულ იკაშკაშე ჩემო ლამაზო და ნიჭიერო, – ამ სიტყვებით მომღერალი ნინი შერმადინი, ასევე მომღერალ ნუცა ბუზალაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.
„ეს ბრილიანტის გოგო არის მაგალითი, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა დაისახო ოცნება მიზნად, ის ჩემთვისაც მოტივაციაა, ყველაფერი შესაძლებელია! ოცნებები ხდება! ნუცა ვამაყობ შენით, არა მარტო მე, ყველა ქართველი! ყველა ვამაყობთ შენით! მადლობა ამ სიამოვნებისთვის! მადლობა, რომ ჩვენი გოგო ხარ! მადლობა ამ ემოციისთვის! ყველა ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, შენს გვერდით ვართ! ჩვენ შენი გამარჯვების გვჯერა! სულ იკაშკაშე ჩემო ლამაზო და ნიჭიერო! You deserve all the best! You are more then J.Lo for us! May you always shine!”, – წერს ნინი შერმადინი და ნუცას ვიდეოს აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ნუცა ბუზალაძე, American Idol-ის კასტინგზე მომდევნო ტურში გადავიდა და ჟიურის წევრების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.