LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია: ფრენები ბევრგან აღდგა და ვერ ვიტყვით, რომ იქ საკუთარი ხალხი არ უყვართ

114
Technology-The-best-apps-for-finding-cheap-flights-1

ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან 1 თებერვლიდან შეზღუდვების კიდევ ერთხელ გახანგრძლივების საფრთხეს ხედავს და მთავრობას კერძო სექტორის ამოქმედებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადებით და კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიანი გეგმით, რამდენიმე ბიზნესასოციაციამ ხელისუფლებას დღეს მიმართა.

გეგმაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული, საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენაა.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმღვანელი კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ  ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია. „საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციებს დღესდღეობით უამრავი ქვეყანა ახორციელებს და ვერ ვიტყვით, რომ მათ საკუთარი ხალხი არ უყვართ“, – ამბობს გაბრიჩიძე.

„ქვეყანა მთლიანი დაღუპვის ზღვარზე დგას“ - ბიზნესი ყველა დარგის ამუშავებას ითხოვს

6 ინიციატივა, რასაც რამდენიმე ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისის დასაძლევად სთავაზობს

შეგახსენებთ, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში მოიხსნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა “იმედის” ეთერში შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ფრენების განახლება ტურისტული სეზონის აღდგენის პირველი იმედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g