LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლე, ეს დასაზღვრული და ხშირად სამწუხარო ამბავი, თუ რამედ ფასობს, ეს ცვლილების ძალაა – ფსკერის მოსინჯვა და ამოყვინთვა“ – გიორგი კეკელიძე მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ემოციურ პოსტს უძღვის

190
BeFunky-collage (12)

მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში მწერალმა გიორგი კეკელიძემ პოსტი გამოაქვეყნა.

„წარმოიდგინეთ ერთი ღრუბლიანი დღე მშენებლობის მოსაწყენი და ერთფეროვანი ფონით. მერაბმა მორიგი აგური მიაწოდა, ჩამოჯდა და მიწას დახედა. წარმოიდგინეთ და ყველაფერს იოლად მიხვდებით.

მე მიყვარს ასეთი ისტორიები. რადგან სიცოცხლე, ეს დასაზღვრული და ხშირად სამწუხარო ამბავი, თუ რამედ ფასობს – ეს ცვლილების ძალაა – ფსკერის მოსინჯვა და ამოყვინთვა.

სტამბოლში ვარ. დღეს ქართული ბიბლიოთეკა უნდა გავხსნათ. აივანზე ვზივარ და გულის გემოს ვგრძნობ პირში. ხალხი დადის. ამ ხალხს დიდად ეს ბრძოლები არ აინტერესებს. შეიძლება არც მერაბი იცის და საერთოდ, არც ამ შერეულ ბრძოლებზე სმენია რამე. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ საქართველოს მეორე ჩემპიონი ჰყავს UFC – ს მარაქაში და ეს ეყოფა დღევანდელ სიხარულად მთელ ამ ქუჩას“, – წერს გიორგი კეკელიძე.

მერაბ დვალიშვილი: „ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო, ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g