ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი ყურებში, ე.წ-ლი კრისტალების გადაადგილება და სმენის უეცარი დაქვეითება – რა კავშირშია ყურში კრისტალების გადაადგილება თავბრუსხვევასთან, ყურში შულილსა და ხმაურთან?
ამის შესახებ ექიმმა, ნეიროოტოლოგმა ეკატერინე ხარხელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.
„ტინიტუსს უწოდებენ აღქმის გაუკუღმართებას, ეს არის ფანტომური ხმა, რომელიც გვესმის მხოლოდ ჩვენ აკუსტიკური გამღიზიანებლის გარეშე ანუ ბუნებაში არ არის ხმაური და ჩვენს თავში აღმოცენდება. ის ხშირად არის დაკავშირებული სმენის პრობლემებთან და ზოგადად ყურის დაავადებებთან 90 პროცენტში. შეიძლება დაიწყოს ბანალური მიზეზით – მაგალითად გოგირდოვანი საცობის არსებობით, თუმცა ეს მარტივად მოსაგვარებელია. თუმცა შესაძლოა იყოს დაკავშირებული გარეთა შუა და შიგნითა ყურის სხვადასხვა პათოლოგიებთან. აღნიშვნის ღირსია შიგნითა ყურის სენსო-ნევრალური აპარატის დაზიანებით გამოწვეული, სენსო-ნევრალური სმენის დაქვეითების შემთხვევები, რომელიც ძალიან დიდ პროცენტში იწვევს ტინიტუსის აღმოცენებას…
ტინიტუსი განიხილება, როგორც აისბერგის წვერი, რადგან მის გარშემო მოიაზრება ძალიან ბევრი პრობლემა. უნდა ჩატარდეს დიპ-დიაგნოზტიკა. „ემერაი“ შესაძლოა ყველა პრობლემას ვერ ხედავდეს, ამიტომ ამ დროს უნდა გაკეთდეს კატე-ტომოგაფია, სისხლის ანალიზი და ასე შემდეგ და შეფასდეს სმენა…
ძალიან დიდი ფაქტორია სტრესი, არსებობს სტრესთან შეჭიდული ტინიტუსი, რომელსაც უწოდებენ სტრესულ ხმაურს, რომელიც გვესმის ყურში…“ – ამბობს ხარხელი.
ნეიროოტოლოგმა ასევე ისაუბრა ყურში განლაგებული, ე.წ-ლი კრისტალების გადაადგილების შესახებ:
„ეს კრისტალები ჩვენ გვჭირდება წონასწორობის დასაცავად. მათ აქვთ თავისი ადგილმდებარეობა და რაღაც მიზეზების გამო, ხშირად უმიზეზოდ, დაუდგენელი მიზეზით მემბრანა სადაც განლაგებულია ეს კრისტალები, ხდება მემბრანის დაშლა და კრისტალები აღმოჩნდებიან ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა იყვნენ და იწვევენ თავბრუსხვევას…
არსებობს ატიპიური ფორმები, როდესაც კრისტალები ასე თავისუფლად კი არ დადიან, არამედ მიწებებულები არიან გარკვეულ ადგილს, ამიტომ ჯერ უნდა გავიგოთ რა ფორმაა რის შემდეგაც უნდა ჩაატაროს სპეციალისტმა შესაბამისი მანევრი “ – ამბობს ხარხელი.
ექიმმა ისაუბრა სმენის დაქვეითების გამომწვევ მიზეზებზე:
„არსებობს სმენის ასაკობრივი დაქვეითება. სმენის დაქვეითება იწყება 40 წლის შემდეგ. არსებობს საინტერესო ფენომენი, სმენის უეცარი დაქვეითება მოწმენდილ ცაზე, რომელსაც არაფერი არ აპროვოცირებს. პაციენტები ამბობენ, რომ „გავიღვიძე და ცალ ყურში საერთოდ არ მაქვს სმენა“. აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს, ჰგონიათ, რომ ეს გაივლის, ჰგონიათ გოგირდოვანი საცობის პრობლემა. აქ არ შეიძლება დაყოვნება. ეს არის ისეთი პათოლოგია, რომელიც სწრაფ, გადაუდებელ რეაგირებას და დახმარებას მოითხოვს. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში, თუ დროზე არ ჩაერიე, მერე ხდება შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ყურში და სმენა აღარ აღდგება.
თუ უეცრად დაგვაკლდა სმენა ცალ ყურზე, განსაკუთრებით თუ ამას თავბრუსხვევა და ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი ყურებში თან ერთვის, მაშინ არ უნდა დააყოვნოთ და უნდა მიმართოთ სპეციალისტს“, – ამბობს ეკატერინე ხარხელი.
ტინიტუსი – ხმაური და შუილი ყურებში👂 ტინიტუსი – ხმაური და შუილი ყურებში #იმედისდღისსტუმარი – ექიმი-ნეიროოტოლოგი ეკატერინე ხარხელი რუბრიკაში „დიეტა +“ ქეთი ასათიანთან ერთად 📝#ქეთი_ასათიანი
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2024