LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფილმი ახლაც ყველასათვის საყვარელია“- მეთიუ მაკკონაჰი ფილმის „როგორ მოვიშოროთ თაყვნისმცემელი 10 დღეში“ გაგრძელებაზე ფიქრობს

279
safe-image

მეთიუ მაკკონაჰი და ქეიტ ჰადსონი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ეკრანული წყვილია. მათ პირველად 2003 წელს გამოსულ კომედიურ მელოდრამაში  „როგორ მოვიშოროთ თაყვნისმცემელი 10 დღეში“ ითამაშეს. შემდეგ იყო 2008 წელს გამოსული სათავგადასავლო კომედიური მელოდრამა, „სულელელბის ოქრო“.

ახლახანს ბენ ბარის როლის შემსრულებელმა, მეთიუმ ფილმის  „როგორ მოვიშოროთ თაყვნისმცემელი 10 დღეში“ შესახებ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ადრე განაცხადა, რომ კომედიურ მელოდრამაში აღარასდროს ითამაშებდა, როგორც ჩანს აზრი შეიცვალა და ფილმის გაგრძელების გადაღების შესახებ დაფიქრდა.

„ეს ფილმი ახლაც ყველასათვის საყვარელია და 13 წლის შემდეგ პოპულარობას არ კარგავს. რატომაც არა, შეგვიძლია მისი სიქველის გადაღება“ – განაცხადა მეთიუმ, Daily Pop-თან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები