LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფოტო თავადაც ძალიან მოეწონა, მისი ნებართვით გიზიარებთ, მათ კი, ვინც მასზე ღელავთ, ის გპასუხობთ…“ – ანუშკა დელონი 88 წლის მამის უახლეს ფოტოს ავრცელებს 

285
page

ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ალენ დე­ლო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, ანუშ­კა დე­ლო­ნი ინ­სტაგ­რამ­ზე მამის უახლეს ფო­ტოს ავრცელებს.

„დი­ლით მა­მა­ჩემს სუ­რა­თი გა­და­ვუ­ღე. მას­თან ერ­თად სა­უზ­მის­თვის უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რი ვარ. ეს ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი და უნი­კა­ლუ­რი მო­მენ­ტია. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რია. თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი ლურ­ჯი თვა­ლე­ბითა და მებ­რძო­ლი იე­რით, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნელ ძა­ლას მაძ­ლევს. ჩემ­თვის ის უკ­ვდა­ვია. ფოტო თავადაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ასე რომ, მისი ნე­ბარ­თვით გი­ზი­ა­რებთ. მათ კი, ვინც მასზე ღე­ლავთ, ის გპა­სუ­ხობთ, – არ ინერ­ვი­უ­ლოთ“, – წერს ანუშ­კა დე­ლო­ნი.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში 88 წლის დელონის ოჯახში დაძაბული ვითარებაა. ალენს ქონების განკარგვა აეკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს. ცოტა ხნით ადრე კი, მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. ის ანუშკას მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

ალენ დელონის სახლიდან სამართალდამცველებმა 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

ალენ დელონის ქონებისთვის გადამტერებული დედმამიშვილები – ენტონი დელონი პოსტს ავრცელებს: „ანუშკა სამი კვირის განმავლობაში დიდ სიამოვნებას იღებდა ჩემი და ჩემი ძმის განადგურების პროცესით…“

88 წლის ალენ დელონს პირადი ქონების განკარგვის უფლება ჩამოერთვა – ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები