მესტიაში, მდინარე მესტიაჭალასთან, ორ ისტორიულ კოშკს შორის ასეთი შენობაა აშენებული.
სახლი სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან. თეთრი შენობა, ცისფერი სახურავით, უფრო ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურას მოგაგონებთ.
ფოტოს სოციალურ ქსელში გვერდი Trekking in Caucasus აქვეყნებს და განმარტავს, რომ ეს ფოტოშოპი არაა. ფოტო, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ნეგატივი გამოიწვია ტიმ ბაფორდმა გადაიღო.
ორ სვანურ კოშკს შორის მდებარე ოთხსართულიანი, ლურჯსახურავიანი შენობა კი გოშთელიანების საგვარეულოს საკუთრებაა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ფოტო – მომხმარებლები წერენ, რომ ამ შენობის სვანურ კოშკებს შორის ჩადგმა, ისეთივე დანაშაულია, როგორც მისი პირამიდებს შორის ჩადგმა იქნებოდა.
ამის გამო, სასტუმრო რომელიც მესტიაში დგას, ფოტოშოპით სხვადასხვა ისტორიულ ადგილასაც მოხვდა.
*
ამ სახლის მეპატრონეები ამბობენ, რომ შენობას ასეთი სახე 2002 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ მიეცა. ისინი განმარტავენ, რომ სახლი უფუნქციოა და ის არც სასტუმროდ გამოიყენება და არც გესთაუსად, როგორც ეს პირველწყარომ გაავრცელა.
მეპატრონეები ამბობენ, რომ თანახმა არიან, შენობის ფასადი, გარემოს შესაბამისად შეცვალონ.