პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ მედპერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
მათი განცხადებით, პარტია უკვე 1 წელია აწარმოებს კამპანიას რეალური მინიმალური ხელფასის განსაზღვრისთვის, რომლის არსებობაც აპრობირებული მექანიზმია ევროპაში.
ანა დოლიძის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექიმებისთვის და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესების, თუმცა ეს გადაწყვეტილება არის არასაკმარისი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთჯერადი.
„სინამდვილეში აუცილებელია ხელისუფლებამ მიიღოს ისეთივე მექანიზმი მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია.
საჭიროა, ეკონომიკის სამინისტროდან შეიქმნას შესაბამისი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც პერიოდულად ინფლაციასთან მიმართებაში განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის ოდენობას იმისათვის, რომ იგი არ იყოს დადგენილი ასე ერთჯერადად, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით.“ – ნათქვამია პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ განცხადებაში.
ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად – 1260 ლარი, ექთნებისთვის 792 ლარი განისაზღვრება