LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას…მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან. მდგომარეობა უმძიმესია და შესაძლოა ლეტალური შედეგიც დადგეს: თორნიკე მამალაძე

109
Untitled design (2)

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს მთავრობას დეკანოზი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.

მისი განცხადებით, „მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე“.

საუკუნის პროცესი – „ციანიდის საქმე“ მოვიგე…ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია: გიორგი მამალაძის ადვოკატი

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება!

ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს.

მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!

სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება მოგვიანებით“, – წერს თორნიკე მამალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g