ჰეილისთან განშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ჯასტინ ბიბერმა მეუღლესთან გადაღებული ფოტო გაავრცელა.
ფოტოებზე 31 წლის მომღერალი მზის ჩასვლის ფონზე ჰეილის ეხუტება. კადრებს ბიბერმა ემოციური წარწერაც დაურთო: „შენ ჩემი ხარ სამუდამოდ“.
თუმცა, გამომწერებმა სკეპტიციზმი ვერ დამალეს. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ, ნამდვილად ჰეილია თუ არა აღბეჭდილი კადრებში. საქმე ისაა, რომ მისი სახე თითქმის მთლიანად დაფარულია, რაც ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს.
„და ვის ეხუტება საერთოდ?“, „ვერ დამაჯერებს ვერავინ, ეს ჰეილი არ არის!“, – არ წყდება კომენტარები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა არ წყდება საუბარი წყვილის განქორწინების შესახებ. ამას თან ერთვის ბიბერის რთული მენტალური მდგომარეობა და აგრესიული ქცევა პაპარაცების მიმართ.