საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომღერალ ბუბა კიკაბიძესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს და რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მინდოდა ავმდგარიყავი და გადავხვეოდი. თვითონ ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ გამაჩერა, მაკოცა და მითხრა “მიშა, მიყვარხარ”. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მოვისმინე. მეც მინდა ვუპასუხო ახლა – ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ. (იმედია იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს)“ . – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„სააკაშვილის პალატიდან გამოსული ბუბა, უცებ ისევ შებრუნდა” – რას იხსენებს ეკა ხერხეულიძე