LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს “მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას დიდების პირველი საღამოა, ისტორია უკვე კალმით იწერება, ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა.. – “ნაპოლის” ოფიციალური გვერდი

408
xviCa kvaracxelia

ხვიჩა კვარაცხელიამ 21 აგვისტოს „მონცა“-ს კარში დუბლი შეასრულა.

ვიდეო: კვარამ მეორეც გაიტანა

სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლიმ” სახლში “მონცა” 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ქართველის თამაში კლუბის საიტმა ასე შეაფასა:

„მარადონას სტადიონზე “ნათლობაზე” ნეაპოლის ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა. მას ძნელად წარმოსათქმელი გვარი და უსაზღვრო ნიჭი აქვს. ქართველი თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში იდუმალებით მოცული მზერით ანათებს სცენას და ბურთის სუფთა აბრეშუმის ალერსით გააქვს გოლი. შემდეგ კუპიდონის (სიყვარულის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში) ისარივით იჭრება ნეაპოლელთა გულებში.

მესამე ისევ კვარამ გაიტანა – ყინულის თვალების მქონე ოქროს ბიჭმა და კრისტალურმა ტალანტმა. უწოდეთ მას ქართველი ან უბრალოდ გამოცხადება.

ეს “მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას დიდების პირველი საღამოა. ისტორია უკვე კალმით იწერება. ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა…“.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის პირვველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში უკვე მეორე გოლი გაიტანა

შოთა არველაძე: “რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მარადონას სტადიონზე – მე და ჩვენი ფონდი ვიზრუნებთ, რომ ეს პროექტი შედგეს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები