LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა რუხაია-გაბოძე: „ეს მარტივი არ არის.. ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო“ – სამი რამ, რაც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს

178
Untitled design (37)

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაწყებითი სკოლის მასწავლებელზე, ნონა რუხაია-გაბოძეზე ვიდეოს აქვეყნებს.

„გაიცანით ჩვენი დამსახურებული მასწავლებელი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე.

ნონა რუხაია-გაბოძე დაწყებითი კლასის მასწავლებელია, როგორც თავად ამბობს, საპასუხისმგებლოა იყო დაწყებითი კლასის მასწავლებელი, რადგან მოსწავლეში შენი სულის ნაწილს დებ და მერე მარადიულად არსებობ მასში.

სამინისტრო წარმოგიდგენთ იმ მასწავლებელთა ისტორიებს, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარების საქმეში.

პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს 27 ოქტომბერს ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია,“ – წერს სამინისტრო სოციალურ ქსელში.

თავად ნონა რუხაძე ვიდეოში, მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს. ამბობს, რომ მასწავლებლობა ბავშვობიდან სურდა.

„მე მიყვარს ბავშვების ბედნიერი სახეების ცქერა.. მათ თითქმის ყოველდღე ვუმეორებ ამ ფრაზას: „შენ დაიბადე ადამიანად, მაგრამ უნდა გახდე ადამიანი.“

როდესაც პირველად ჩავატარე გაკვეთილი, მახსოვს თითოეული ბავშვის მზერა, რომელიც მოლოდინით იყო სავსე, მე კი დაბნეული და შეშინებული ვიყავი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო მასწავლებლობა, მინდოდა კარგი მასწავლებელი ვყოფილიყავი..

დაწყებითი კლასის მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან როდესაც შენთან ბავშვი შემოდის, თითქოს მასში, შენი სულის ნაწილს დებ და შემდეგ მარადიულად არსებობ მასში.

სამი რამ უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა:

  • 1 ყოველთვის მომზადებული იყო იყოს;
  • 2 გაითვალისწინოს ბავშვის შესაძლებლობა;
  • 3 ბავშვი უნდა გააბედნიერო გაკვეთილზე.

ეს მარტივი არ არის.. ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო,“– ამბობს მასწავლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g