LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მშვიდობიანი მსვლელობაა და თუ ავტომობილებით არ გაგვიშვებენ, გუმათში ფეხით მივალთ: “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს

81
ნამახვანი

ქუთაისში”ნამახვანჰესის” წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულმა მოქალაქეებმა ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ავტომობილები გააჩერეს და საყვირებით ჰესის მშენებლობას ამ ფორმით აპროტესტებენ.

მათი თქმით, ისინი “ნამახვანჰესის” მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და შესაბამისად, გუმათში მყოფ აქტივისტებს უერთდებიან. აქტივისტებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და გუმათისკენ წასვლას გეგმავენ.

“ეს მშვიდობიანი მსვლელობაა და თუ ავტომობილებით არ გაგვიშვებენ, გუმათში ფეხით მივალთ,” – აცხადებენ აქტივისტები. 

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება, “რიონის ხეობის მცველები” სოფელ გუმათში აქციას მართავენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

პოპულარულები