LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ომის დასრულება არ არის, მაგრამ დასასრულის დასაწყისია: მსოფლიო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

416
w980-p16x9-2024-10-18T123659Z_486089130_RC20NAAE5X4X_RTRMADP_3_ISRAEL-PALESTINIANS-PROTESTS-YEMEN

„ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ღაზას სექტორში სპეცოპერაციისას მოკლეს. ისრაელის დაზვერვის ცნობით, ამ რაიონში დაჯგუფის ლიდერები იმალებოდნენ, მაგრამ სინვართან შეტაკება “შემთხვევით” მოხდა.

თავდასხმის შედეგად სამი ბოევიკი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი, მედიის ცნობით, “ძალიან ჰგავდა” სინვარს და მისი ცხედარი ისრაელში გაგზავნეს დნმ-ის ექსპერტიზაზე.

იაჰია სინვარი ისრაელის მიერ ძებნილ ტერორისტთა სიაში პირველ ადგილზე იყო. სწორედ ის მიიჩნეოდა 2023 წლის 7 ოქტომბრის საზარელ ტერაქტზე პასუხისმგებლად. სინვარმა „ჰამასის“ ლიდერის პოსტზე აგვისტოში თეირანში მოკლული ისმაილ ჰანიე შეცვალა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ მოკავშირეები მუშაობენ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და თანხმდებიან, რომ “მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს”, რადგან ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის.

„ჩემი აზრით, და ჩემი კოლეგებიც ეთანხმებიან ამას, შესაძლებელია ისრაელთან და ირანთან შეთანხმების მიღწევა ისე, რომ კონფლიქტი დროებით დასრულდეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეწყდეს შეტაკებები. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებელია ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. მაგრამ ღაზაში ეს უფრო რთული იქნება. თუმცა ვთანხმდებით, რომ შედეგი უნდა დადგეს.”

აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც იაჰია სინვარი მოკლეს, თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება უკვე შესაძლებელია და აღნიშნა, რომ სინვარი გადაულახავი დაბრკოლება იყო ამ მიზნის მისაღწევად.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე მოითხოვეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დაბრუნება.

“იაჰია სინვარი იყო მთავარი პასუხისმგებელი 7 ოქტომბრის ბარბაროსულ აქტებზე. საფრანგეთი ითხოვს ყველა მძევლის გათავისუფლებას. ღაზაში ომის დასრულებიდან მეორე დღეს, ისრაელს დასჭირდება უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. პალესტინის ადმინისტრაცია რეფორმას საჭიროებს. აუცილებლია პროგრესის მიღწევა საკითხის გადაწყვეტის გზაზე”, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

“ეს არ არის ღაზას ომის დასასრული, არამედ დასასრულის დასაწყისი. მე მაქვს მარტივი გზავნილი ღაზას ხალხისთვის: ეს ომი შეიძლება დასრულდეს ხვალ. ის შეიძლება დასრულდეს, თუ ჰამასი დადებს იარაღს და დააბრუნებს ჩვენს მძევლებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ჰამასმა“ კი განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები “უფრო რთული და ჩახლართული” იქნება სინვარის მკვლელობის შემდეგ.

არაოფიციალური ინფორმაციით, იაჰია სინვარის მემკვიდრე „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელად ხალედ მაშალი გახდა.

ფოტო: france24
dayfr
x.com
thehindu

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g