LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ” – „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან

61
189211455-974716676612731-7488310738473643379-n

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

„ახლა დავიძვრებით თავისუფლების მოედანისკენ და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, რომ 26 მაისს, არ უნდა მივიდნენ იმ აღლუმზე და მოვიდნენ ჩვენთან.

ჩვენ უნდა ვთქვთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და ნამდვილი დამოუკიდებლობის ფასი, არა მოჩვენებითი, არამედ, ნამდვილი და ამ პროცესში მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

შეგახსნებეთ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ასევე კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ამავე თემაზე:

დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა – გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავს

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს: კუჭავა “ნამახვანჰესისი” აქციის მონაწილეებზე

ეჭვები ჩნდება, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს: გურამ მაჭარაშვილი

უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები, დიალოგს აზრი ამ შემთხვევაში ექნება, ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია: ლევან დავითაშვილი “რიონის ხეობის” მცველებზე

კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლები, ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო, შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა – ვინც გადავა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება – ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ პროტესტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g