ცნობილი ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, სვანეთის საოცარ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ფოტოგრაფ იური ტოკაროვის გადაღებულია.
“ეს სამოთხეა. სვანური კოშკები სვანეთის სიმბოლოა. არსად მსოფლიოში ანალოგი არ აქვს ამ უნიკალურ თავდაცვით სტრუქტურებს, რომელიც შუა საუკუნეების ეპოქაშია აშენებული,” – წერს მარიამ ხაჭვანი.
ფოტოების სერიის გაგრძელებას თავად ფოტოგრაფი აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო პატარა სამოთხეა მსოფლიოში.