LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიველურეა, ასე მგონია, რომ ყოველ დღე მჟავაში უნდა ჩავვარდე!“- რიანა დედობის პირველ თვეებზე საუბრობს

259
Untitleddf

34 წლის რიანა და მისი საქმრო, A$AP Rocky მაისში პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა. დედობის პირველ თვეებზე ბარბადოსელი ლამაზმანი პირველად ალაპარაკდა და დედობა მჟავაში ჩავარდნას შეადარა.

„ეს სიველურეა, ასე მგონია, რომ ყოველ დღე მჟავაში უნდა ჩავვარდე! დედობა, ეს სულ სხვა რამაა. როცა მშობელი ხდები, ცხოვრებას თავიდან იწყებ და ეს ისეთი ცხოვრება, რომელზეც ადრე წარმოდგენაც კი არ გქონდა. უყურებ მას და ფიქრობ, რომ შენია, თუმცა ის უცხოა შენთვის, ისევე როგორც შენ ხარ უცხო მისთვის. როცა ის მე მიყურებს, არ ვიცი, ვერ გეტყვით ამ დროს მცხელა თუ მცივა. რაც შეეხება ჩემი და ასაპის ურთიერთობას, ბავშვის შეძენის შემდეგ, ჩვენს ოჯახში მეგობრობა სუფევს და მე ეს ძალიან მომწონს“, – ჰყვება რიანა.

ცნობისთვის, რირის კარიერაში სიახლეებია. რამდენიმე თვის წინ  ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი გახდა, გამოუშვა სინგლი, მალე კი ალბომს გაავრცელებს. გუშინ კი მან საცვლების ბრენდის, Savage X Fenty-ის ჩვენება გამართა.

ვიდეო: „სად არის რირი შენი ქალური სოლიდარობა?“- ჯონი დეპმა რიანას ბრენდის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა

თეთრი კაბა, ზღვა და მზის ჩასვლა – რიანა უახლეს სინგლზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ფოტო/ვიდეო: მარმარილოს ქანდაკება არტისტის ნაცვლად – მეტროპოლიტენის მუზეუმში ორსული რიანას ძეგლი დადგეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები