LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიყვარულია!“ – ჯენიფერ ენისტონი საყვარელ მამაკაცს თმას უკეთებს, უსაყვარლესი ვიდეო კი ინტერნეტსივრცეს იპყრობს

113
page

ჯენიფერ ენისტონმა ისარგებლა შემთხვევით, რომ მისი პარტნიორი, ჯიმ კერტისი იდეალურად გამოიყურება და ის საკუთარი თმის მოვლის ბრენდის, Lolavie-ის, ახალი პროდუქტების გამოსაცდელად გამოიყენა.

ვიდეო, თუ როგორ უკეთებს თმას 56 წლის მსახიობი გულისსწორს, მან „ინსტაგრამზე“ გაავრცელა, უსაყვარლესმა ვიდეომ კი მედია მოიცვა.

„ეს სიყვარულია!“, – უწერენ ჯენიფერს კომენტარებში.

პაემანი თავსხმა წვიმაში – ჯენიფერ ენისტონის „ტკბილი ნოემბერი“ შეყვარებულთან ერთად

შეგახსენებთ, ენისტონმა გასულ თვეს გულშემატკივრები ახალი პოსტით აღაფრთოვანა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა ეჭვები გააჩინა, რომ ვარსკვლავი შესაძლოა მალე დაქორწინდეს რჩეულზე. ენისტონმა შეყვარებულს იუბილე შავ-თეთრი ფოტოთი მიულოცა. ყველაზე დიდი ინტერესი კი ერთმა დეტალმა გამოიწვია, ენისტონის ხელზე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ბრწყინავდა.

უკვე ოფიციალურად! – ბრილიანტის ბეჭედი და მოციმციმე თვალები – 56 წლის ჯენიფერ ენისტონმა ბოლოს და ბოლოს სიყვარული იპოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები