ენჯი არიზაგა მოდელი და ტელეწამყვანია.
ახლა გოგონა პერუს ნაკრებს ქომაგობს კოპა ამერიკაზე (ისე კი ყველა დიდ ტურნირზე დაყვება), „ინკები“ მეოთხედფინალში გაძვრნენ, სადაც ურუგვაის დაუპირისპირდებიან.
გარდა ამისა, არიზაგა ფუნქციონალური ვარჯიშის ცენტრის დამფუძნებელია. ამიტომ მის ინსტაგრამზე (2.4 მლნ გამომწერი) ამაყად არის მითითებული – ბიზნესლედი.