LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უკვე ის საქციელია, რომელიც არავის არ უნდა ეპატიოს! მართლა ღირსეული ხალხი რომ ვიყოთ, უნდა მოვითხოვოთ მათი პასუხისგება, ვინც ბეჭედით დაამოწმა ეს უმსგავსობა!“ – მაია დოქსოპულო

409
უკონტროლო მშენებლობა

„ჩვენ რომ მართლა ღირსეული ხალხი ვიყოთ, უნდა მოვითხოვოთ მათი პასუხისგება, ვინც ხელი მოაწერა და ბეჭდით დაამოწმა ეს უმსგავსობა!“ – წერს სოციალურ ქსელში ინგლისური ენის პროფესორი მაია დოქსოპულო და დედაქალაქში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობას აკრიტიკებს:

„ჩემი დილა სამწუხაროდ ამ ფოტოს ნახვით დაიწყო!!!! ამ ეკლესიაში ვარ მონათლული…. სხვა რომ არაფერი მაკავშირებდეს ამ ადგილთან!

ეს იყო ჩემთვის აგარაკიც, ნაძვებში ჩაფლული, ნაირ-ნაირი ყვავილებით გალამაზებული მიდამო! მშობლები გვასწავლიდნენ, რომ ყვავილების მოკრეფა არ შეიძლებოდა! არ შეიძლებოდა რაიმეს დაყრა!

ვთამაშობდით სადმე გავაკებულ ადგილას და არა ეკლესიის ეზოში, ამის უფლება არ გვქონდა!

რომ წამოვიზარდე ხშირად დავდიოდი ამ ეკლესიაში, მერე ჩემი შვილები დამყავდა პატარები იქ, იმავეს ვასწავლიდი, რასაც დედა მინერგავდა – რომ ეკლესია განსაკუთრებული ადგილია და იქ ქცევის განსაკუთრებული წესები მოქმედებს!!!

ეს პატარა შესავალი იმისთვის დავწერე, რომ ამ ფოტომ დამაკარგინა მოთმინება!!!

ჩვენ რომ მართლა ღირსეული ხალხი ვიყოთ, უნდა მოვითხოვოთ მათი პასუხისგება, ვინც ხელი მოაწერა და ბეჭედით დაამოწმა ეს უმსგავსობა!

ზედ მივაყოლოთ იქ ცხოვრების მანიით შეპყრობილი, განუკითხაობით მოსარგებლენი! სინდისი, მორალი, კულტურა, მოკრძალება გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან!

საპატრიარქომ ამოიღო ხმა? ეს უკვე ის საქციელია, რომელიც არ უნდა ეპატიოს არავის, ვინც არ უნდა იყოს ის!!! ვისთან ვიჩივლოთ, გეგულებათ ვინმე ასეთი!!!!!“ – წერს Facebook-ზე მაია დოქსოპულო და პოსტს ფოტოს ურთავს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g