LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უკვე სხვა დონეა: “ლანჩხუთი” შვედებთან განადგურდა – 0:7

94
qsk-1607514811

დღეს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში, “ლანჩხუთმა” შვედურ “როსენგარდს” უმასპინძლა და ულაპარაკოდ დამარცხდა – 0:7.

ისედაც ცნობილი იყო, რომ მეტოქე გაცილებით ძლიერია, რაც მოედანზეც დამტკიცდა.

პირველ ტაიმი სტუმრების გამარჯვებით 6:0 დასრულდა. შვედებმა პირველ 19 წუთში სამი გოლი გაგვიტანეს.

მეორე ნახევარში ჩვენების მეკარე გაბუნია მშვენიერი იყო, მან 21 დარტყმა მოიგერია.

მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

 

ცნობისთვის, „როსენგარდის“ ექვსი წევრი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. გუნდი 1970 წელს დაარსდა და შვედეთის 10-გზის ჩემპიონია.

შვედი გოგონები მატჩამდე, ვარჯიშისას

 

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“ლანჩხუთი” – “როსენგარდი” 0:7

გოლები: 0:1 სანკოვიჩი (7), 0:2 კეინრიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგარდი (27), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33), 0:7 სეგერი (74),

ლანჩხუთი:
გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნარსია (სალუქვაძე 75), გასვიანი, თოდაძე, დანელია (კახიძე 88), ალეიშვილი, დიმოპულუ (წოწელია 59), ჭყონია.

 

განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება. ამ მატჩს ფორმალური ხასიათი აქვს. “როსენგარდი” 1/8 ფინალში უკვე გასულია.

 

 

შეგახსენებთ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლანჩხუთმა” ყაზახურ “ოკტეჟპესს” სტუმრად 2:1 მოუგო, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ლანჩხუთელებმა ასევე სტუმრად, რუმინულ “კლუჟს” 1:0 სძლიეს და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები