LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უკვე ვერდიქტია! პუტლერ კაპუტ! ახალი ეპოქა დაიწყო: ზურაბ გურული

591
Untitled design (2)

ამერიკის შტატებში მყოფი ქართველი ექიმი, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბაიდენი: პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება

როგორც ზურაბ გურული წერს, ჯო ბაიდენი ვარშავაში უძლიერესი სიტყვით გამოვიდა, მისი მთავარი გზავნილი რუსეთისთვის კი არის ის, რომ “ან მოიცილებთ პუტინს, ან ჩაჰყვებით საფლავში! სხვა არჩევანი არ გაგაჩნიათ!”:

“ღვთის გულისათვის! ეს კაცი აღარ შეიძლება დარჩეს ძალაუფლების სათავეში!!!”

უძლიერესი სიტყვით გამოდის ბაიდენი ვარშავაში. მკვეთრ “წითელ ხაზებს” ავლებს და ტონიც კი ზუსტად დაყენებული აქვს ემოციების გასაძლიერებლად.

არაერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ ერთი, ყველაზე მთავარი არის პირდაპირი მესიჯი რუსეთის მიმართ: – ან მოიცილებთ პუტინს, ან ჩაყვებით საფლავში! სხვა არჩევანი არ გაგაჩნიათ!

ცხადია, “რუსეთში” იგულისხმებიან ოლიგარქები, ფსბ-გენერალიტეტი და ოპოზიცია.

ყველა სხვა დასკვნა და წინასწარმეტყველება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით, ამ მესიჯზე უნდა იქნეს აგებული, რადგან ეს დღეს უკვე ურყევ აქსიომად ჩამოყალიბდა.

“1. უკრაინა არასოდეს იქნება რუსეთის გამარჯვება!
2. ღვთის გულისათვის! ეს კაცი (“ყასაბი”) აღარ შეიძლება დარჩეს ძალაუფლების სათავეში!! “
ეს უკვე ვერდიქტია!!!

პუტლერ კაპუტ!

ახალი ეპოქა დაიწყო”, – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება.

ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა დემოკრატია მოგუდა და მას სურს, იგივე გააკეთოს სხვაგანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g