ანრი ჯოხაძის სოცქსელი მუდმივად ივსება საინტერესო ფოტოებით. ანრის შოუბიზნესის ცნობილ სახეებს შორის ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი თაკო გაჩეჩილაძეა. მათ ერთობლივ ფოტოებს ხშირად ნახავთ „ფეისბუქზე“.
ახლახან ანრიმ თაკოსთან ერთად გადაღებული მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ნამდვილად კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ანრის ვარდისფერი სპორტულები აცვია, თაკო კალთაში უზის, მას კი მიკი მაუსებიანი ბლუზა აცვია.
ფოტომ, რასაკვირველია, მომღერლების მეგობრებიც გაამხიარულა. თავად ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთეს: „ვარდისერი პანტერა და ჯინა მაუსი…“