LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უზომო გრძნობაა.. არ ვიცი რა სახელი დავარქვა, ესეც ხომ ღმერთია.. პროფესიონალია, მე უნდა გავეკიდო, რომ დავეწიო“ – ილიკო სუხიშვილი ნინო სუხიშვილის შესახებ

2649
ილიკო და ნინო

ილიკო სუხიშვილი „პირველი არხის“ გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ თავის დაზე, ნინო სუხიშვილზე საუბრობს.

როგორც ილიკო ამბობს, ხშირად მას და ნინოს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.

„მე ბევრ რაღაცას არც მეუბნება, სასწაულად ხდება ხოლმე ამის მოწოდება–ზუსტად მაშინ, როდესაც ეს [სცენაზე] გამოსატანი გვაქვს.

ალბათ თვითონ ფაქტორი, რომ და ძმანი ვართ, სისხლით და ხორცით ერთნი, ბევრს ნიშნავს.

ბევრი რაღაც არის ისეთი, რომ ნათქვამი არ გაქვს და ემთხვევა.

არის [ნინო] პროფესიონალი, უნდა გავეკიდო რომ დავეწიო.. მე რომ ვიწყებ მას უკვე მზად აქვს ყველაფერი და მთხოვს ხალხის რაოდენობას, სოლისტებს..  ისეთი მუხტია, ამას ერთი სიტყვით ვერ აღვწერ.

ასეთი ადამიანი მთლიანად კრავს შემოქმედებით დასს..

„უმაგრესი ხარ ნინო!! რეპეტიციებზე ვაგვიანებდი, რა ტემპშიც მინდოდა, ისე ვმღეროდი, დარბაზის კარებიც ჩამიკეტეს.. შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე“ – როგორ ეხმიანება თამარ ივერი ნინო სუხიშვილის კადრებს, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“

უზომოდ მიყვარს, ეს უზომო გრძნობაა.. უდიდესი სიყვარულია ჩვენ შორის.

ყველაფერი ერთად რომ შეკრიბო, არ ვიცი ამას რა სახელი დავარქვა. ესეც ხომ ღმერთია, მე ყველაფერს ღმერთს ვარქმევ.

მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი დაძმობა გამონაკლისია, ან განსაკუთრებულია. ასეთი გრძნობა ჩვეულებრივიცაა და არაჩვეულებრივიც – ეს არის ჩვენი ბენდიერება.

კონფლიქტები ბავშვობაში გვქონდა, ცოტა უფროსია ჩემზე და რომ მერეოდა უნდა გენახა რაებს ვაკეთებდით..  ვანგრევდით ოთახებს.

? „ასეთი ადამიანი მთლიანად კრავს შემოქმედებით დასს“ – ილიკო სუხიშვილი ნინო სუხიშვილის შესახებ

? „ასეთი ადამიანი მთლიანად კრავს შემოქმედებით დასს“ – ილიკო სუხიშვილი ნინო სუხიშვილის შესახებ

Posted by პირველი არხი on ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი, 2023

არაფერი არ არის ისეთი, რომ ვერ გადავწყვიტოთ, უფრო ხშირად მე არ მინდა სცენაზე გავიტანო რაღაცები, რადგან მგონია, რომ ვადა გაუვიდა,“ – ამბობს ილიკო სუხიშვილი.

„დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს.. ნინო სუხიშვილი სამიზნეა“ – სალომე სამადაშვილი „სუხიშვილების“ ვიდეოზე

„რა „ისტერიკებია“ ატეხილი? მისი უფლებები არ ირღვევა? ყველანაირ სანუკვარს ნუ გათხვრით და შემოქმედ ხალხს „ოჯახებში“ ნუ უვარდებით, ანსამბლი „ოჯახია“ – თაკო ჩარკვიანი „სუხიშვილების“ რეპეტიციის კადრებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები